საქართველოს ნაკრების ტრიუმფალური დებიუტი EURO 2024-ზე

 

"საქართველოს ნაკრების ტრიუმფალური დებიუტი EURO 2024-ზე: პორტუგალიის დამარცხება 2:0 და 1/8 ფინალში გასვლა"

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024  უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატი ევროპის ქვეყნების ნაკრებებს შორის. ტურნირის მასპინძელია გერმანია, სადაც 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 51 შეხვედრა ჩატარდება.

საქართველოს ნაკრებმა  პირველად მიიღო მონაწილეობ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე  და მოიპოვა ისტორიული გამარჯვება პორტუგალიის ნაკრებზე 2:0. ამ გამარჯვებამ საქართველოს ნაკრები 1/8 ფინალში გაიყვანა და დაიწერა ახალ ისტორიულ ფურცელ ჩვენი ქვეყნის სპორტის ისტორიაში.

ისტორიული თამაშის მიმოხილვა:
1.  22 ივნისს, საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დასახელდა

2.  26 ივნისს, საქართველო-პორტუგალიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა

3.  ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილმა 20 სეივი გააკეთა.

4.  საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის 1 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

5.  ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდგომ გიორგი მიქაუტაძეს 3 გოლი ჰქონდა გატანილი.

6.  მესამე ადგილზე გასული გუნდების რეიტინგში საქართველო მეორე ადგოლზეა ნიდერლანდების შემდგომ.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლა საქართველოს  ნაკრებმა ათასობით გულშემატკივართან ერთად იზეიმა. ეს გამარჯვება იყო სრულიად საქართველოს წარმატება, იმედი, გაერთიანება, გვერდში დგომა.

Eco Lisi დიდ მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თავდაუზოგავი შრომისთვის და საქართველოს სახელის დადებითად წარმოჩენისთვის !!!

საქართველოს ნაკრების ტრიუმფალური დებიუტი EURO 2024-ზე

სიახლეები