ესპანეთთან თამაშის შემდეგ ნაკრების დაბრუნება სამშობლოში და ქართველების დიდი დახვედრა !

ესპანეთთან თამაშის შემდეგ ნაკრების დაბრუნება სამშობლოში და ქართველების დიდი დახვედრა !

      2024 წლის 30 მაისს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი დატოვა. ესპანეთის ძლიერ და გამოცდილ გუნდთან ანგარიშით 4:1 დასრულდა. მიუხედავად მერვედ ფინალში ჩემპოინატის დასრულებისა საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში უდიდეს წარმატებად ითვლება ჩვენი გუნდის ასპარეზობა. საქართველოს ნაკრებმა უამრავი გულშემატკივარი შეიძინა ევროპის ქვეყნებშიც.

    2024 წლის 2 ივლისს, საქართველოს ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ გულშემატკივრები დავხდნენ, რომელთაც მადლიერება გამოხატეს ნაკრების მიმართ. ნაკრების წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე შედგა, სადაც ჩვენი ნაკრების ავტობუსი მსვლელობით მივიდა. მსველობის განმავლობაში ავტობუსი გადიოდა ხალხის ,,ზღვა’’-ს, ეს იყო ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი მომენტი როგორც  ნაკრებისთვის,ისე თითოეული ქართველისთვის. დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი ყველა ერთად ზეიმობდა ჩვენი ბიჭების დაბრუნებას. გულშემატკივრები ბოლო ხმაზე ყვიროდნენ ,,მადლობა’’-ს, ეს არის პერფორმანსი იმისა თუ რამდენად დიდი მიღწევა იყოს სრულიად საქართველოსთვის ევროპის ჩემპოინატზე მერვედ ფინალში გასვლა.

  მიუხედავად მარცხისა,ნაკრების თამაში ქართველებისთვის უკვე გამარჯვების ტოლფასია, სრულიად საქართველოს მოსახლეობა ვამაყობთ ჩვენი გუნდის მიღწევებით, გუნდურობით და ღირსებით.

  ღონისძიების ფარგლებში პრემიერ მინისტრის და პარლამენტის ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული გუნდის ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.

 მ ა დ ლ ო ბ ა, წინ დიდი გამარჯვებისკენ.! ჩვენ გვჯერა თქვენი!

ესპანეთთან თამაშის შემდეგ ნაკრების დაბრუნება სამშობლოში და ქართველების დიდი დახვედრა !

სიახლეები