რატომ Eco Lisi? — ხარისხი და ჰარმონია ლისის სიმშვიდეში
„Eco Lisi“ არის დასრულებული, ექსპლუატაციაში მიღებული პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტი, სადაც თანამედროვე არქიტექტურა და ბუნება ერთიან, ჰარმონიულ სივრცეს ქმნის. ჩვენი ორი საცხოვრებელი ბლოკი წარმოადგენს დაცულ ეკოსისტემას მათთვის, ვისთვისაც ხარისხი, სიმშვიდე და უსაფრთხოება პრიორიტეტია.
ჩვენი უპირატესობები:
* უნიკალური მდებარეობა და პრესტიჟი კომპლექსი მდებარეობს ლისის ტბის რეკრეაციული ზონის მიჯნაზე. ჩვენს პროექტს უშუალოდ ესაზღვრება გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია, რაც ხაზს უსვამს ლოკაციის მაღალ სტატუსსა და იდეალურ ინფრასტრუქტურულ გარემოს.
* არქიტექტურული ესთეტიკა და მასშტაბები პროექტი გამოირჩევა დახვეწილი ექსტერიერითა და გრანდიოზული შიდა სივრცეებით. კომპლექსის ფართო და მასშტაბური სადარბაზოები, რომლებიც ბუნებრივი გრანიტითაა მოპირკეთებული, პირველივე ნაბიჯიდან ქმნის პრემიუმ კლასის განცდას. გადაადგილების კომფორტს კი თანამედროვე პანორამული ლიფტები უზრუნველყოფს.
* ბინების პრემიუმ-კონდიცია „Eco Lisi“-ში ბინები ბარდება მხოლოდ თეთრი და მწვანე კარკასის მდგომარეობით, რაც მაქსიმალურად ამარტივებს სარემონტო პროცესს. ყველა კომუნიკაცია სრულად შემოყვანილი, აბონირებული და ჩართულია — თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ რემონტი ყოველგვარი ბიუროკრატიული შეფერხების გარეშე.
* პანორამული ხედები და ეკოლოგია ნაძვნარითა და ბუნებრივი ტყის მასივით გარშემორტყმული გარემო სუფთა ჰაერის მუდმივი წყაროა. ფანჯრებიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ლისის ტბაზე, ნაძვნარსა და თბილისზე, რაც სახლში თავისუფლებისა და სიმშვიდის განცდას ქმნის.
* დაცული გარემო და პრივატულობა კომპლექსის პერიმეტრი სრულად შემოსაზღვრული და გამწვანებულია. თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს 24/7 ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა (როგორც გარე პერიმეტრზე, ისე სადარბაზოების ყველა სართულზე) და კოდირებული შესასვლელი სისტემები.