ბინის შერჩევის პროცესში, ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ წარმოიდგინოს, როგორ იქნება მისი ახალი სახლი მოწყობილი. ეს არა მხოლოდ დაეხმარება მას, უკეთ განსაზღვროს თავისი საჭიროებები, არამედ ბინის ყიდვის პროცესს კიდევ უფრო ემოციურს და სასიამოვნოს გახდის.
წარმოიდგინეთ, როგორ გამოიყურება თქვენი სივრცე: ოთახები, საძინებელი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ნათელი ფერები და კომფორტული ავეჯი… ხის მაგიდა სამზარეულოში, სადაც ოჯახური შეკრებები გაიმართება… ნათელი მისაღები ოთახი, რომელშიც დღის განმავლობაში მზის შუქი შემოვა და ბედნიერ ატმოსფეროს შექმნის.
მნიშვნელოვანია დამატებითი სივცრცეების დაგეგმარება თქვენი სიმყუდროვისთვის, მაგალითად, კომფორტული კუთხის მოწყობა თქვენი საყვარელი წიგნების განსათავსებლად, სადაც თავისუფალ დროს კითხვას და დასვენებას მოახერხებთ. შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორ კუთხეზე ოცნებობდით ბავშვობაში და ოცნება რეალობად აქციოთ… თქვენი ახალი ბინა ხომ თქვენი მთავარი ნავსაყუდელი უნდა გახდეს, ის თავიდან ბოლომდე თქვენზე მორგებული უნდა გახადოთ. გამოყავით განსაკუთრებული ადგილი თქვენი გატაცებებისთვის, მაგალითად, მოგზაურობიდან ჩამოტანილი სუვენირებისთვის, წლების განმავლობაში შეგროვებული საყვარელი ნივთებისთვის, მუსიკალური ფირფიტებისთვის… რაც მეტად მისცემთ თავისუფლებას საკუთარ თავს, მით მეტად ბედნიერად იგრძნობთ თავს ახალ სახლში.