Eco Lisi — სახლი ტბის პირას
„Eco Lisi“ არის დეველოპერული კომპანია, რომელიც ორიენტირებულია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი გარემოს შექმნაზე. ჩვენი ხედვა სცდება სტანდარტულ მშენებლობას — ჩვენ ვქმნით სივრცეებს, სადაც თანამედროვე ურბანული კომფორტი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო ერთმანეთს სრულყოფილად ერწყმის.
ჩვენი მთავარი სავიზიტო ბარათი ლისის ტბის მიმდებარედ წარმატებით დასრულებული და ექსპლუატაციაში მიღებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსია. პროექტის წარმატება განაპირობა თითოეული დეტალისადმი პასუხისმგებლობამ: დაგეგმარებიდან — ბოლო დეტალის დასრულებამდე. დღეს „Eco Lisi“-ს პროექტში უკვე ცხოვრობენ მობინადრები, რაც ჩვენი კომპანიის სტაბილურობისა და დაპირებული ხარისხის საუკეთესო დასტურია.
ჩვენი გუნდი შედგება დარგის პროფესიონალებისგან, რომელთათვისაც უმთავრესი პრიორიტეტი მშენებლობის უსაფრთხოება, ენერგოეფექტურობა და მომხმარებლის ნდობაა. ჩვენ არ გთავაზობთ მხოლოდ კვადრატულ მეტრებს, ჩვენ გთავაზობთ ცხოვრების ახალ სტანდარტს ლისის ყველაზე პერსპექტიულ ზონაში.